მკურნალობა
მკურნალობა
მკურნალობა

  • გინეკოლოგიური, ენდოკრინული, კანის და სხვადასხვა დაავადებების  მკურნალობა
  • პრევენცია
  • დიაგნოსტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მკურნალობა
  • ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა
  • ოჯახის დაგეგმვა – კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევა
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ქალის და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • წყვილების გენეტიკური სკრინინგი და კონსულტირება
  • მინიმალური ინვაზიური ქირურგია
  • სქესობრივი დარღვევების მკურნალობა

ორსულობის პერიოდში სწორი და მიზანმიმართული კვლევების ჩატარება და მკურნალობა გავლენას ახდენს ინდივიდზე მისი განვითარების სხვადასხვა პერიოდში, როგორებიცაა მუცლადყოფნის პერიოდი, ახალშობილობა, ბავშვობა, მოზარდობა. ამიტომ ანტენატალური პერიოდის სწორი მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სამედიცინო ცენტრის საქმიანობაში. ‘’მშობელთა სკოლა’’-ში  მიმდინარეობს ორსულობისთვის და მშობიარობისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება; ჯგუფური და ინდივიდუალური მეცადინეობები, რომლებსაც ატარებენ კვალიფიციური ექიმები და ფსიქოლოგები.

 

ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის მომსახურება

ფსიქოთერაპია არის პროცესი, რომლის მთავარი მიზანია პაციენტისთვის პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების მიწოდება და ამ გზით მისი გამოჯანმრთელება. ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული სეანსის დროს  პაციენტი შეისწავლის თავის საერთო მდგომარეობას, განწყობას, ხასიათს, აზრობრივ და ქცევით მოქმედებებს. ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდის  შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის მეთოდებია:

·   კოგნიტიური და ქცევითი

·   ინტერპერსონალური

·   ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება(NLP)

·   ჯგუფური ფსიქოთერაპია

·   ოჯახური ფსიქოთერაპია

კლინიკაში „ვენუს ჯორჯია“ პროფესიონალ ექიმთა გუნდის მიერ შემუშავებულია რეაბილიტაციური პროგრამა, რომელიც ასევე მოიცავს ფსიქოლოგიურ დახმარებას ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა: ჭარბი წონა, უშვილობა,  აბორტის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის დეპრესია, კლიმაქტერული ასაკის დარღვევები, ბულემია, თმის ცვენა, ვაგინიზმი და იმპოტენცია. 

 

არტ თერაპია ''ვენუს ჯორჯია''–ში!

 

არტ თერაპია ექსპრესიული ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომლითაც ხდება სასურველი შედეგის მიღწევა ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით: ხატვით, ძერწვით, მუსიკით, თეატრალური ჩანართებით და სხვა. ყურადღება ექცევა თქვენი გრძნობების გამოხატვას, აღქმას და წარმოსახვას.
არტ თერაპია ეფექტურია ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, გასაკუთრებით წარმატებულია ბავშვებში. ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ საჭიროა მასთან მეტად ფაქიზი მოპყრობა, იგი ხომ თანდათან იწყებს საკუთარი თავის და მის გარშემო არსებული გარემოს შეცნობას. ამ გზაზე მას უწევს სერიოზულ პრობლემებთან შეხვედრა: ოჯახში, საბავშვო ბაღში, სკოლაში და სხვა. უფროსებს ძალიან სურთ დაეხმარონ მათ, მაგრამ არ იციან როგორ: დარწმუნება და ჭკუის დარიგება არ იძლევა შედეგს, თვით ბავშვს კი არ შეუძლია ზუსტად ახსნას რა აწუხებს. სწორედ ასეთ დროს გვეხმარება არტ თერაპია.
არტ თერაპიის საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესის და პოსტტრამვული სიმპტომების მოხსნა, თვითგამორკვევა, არაცნობიერის გაცნობიერება, ასევე ურთიერთობების დარეგულირება ადამიანებს შორის და კრეატულობის განვითარება.

 

 

 

 

REIKI

ეს არის უძველესი აღმოსავლური ხელოვნება ადამიანის სულიერი, ფიზიკური და ფსიქიკური განკურნების. ხელის გულების საშუალებით ხდება ენერგიის გადაცემა, ეს არის უნივერსალური სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც არ აქვს საზღვრები.

ვენუს ჯორჯია“_ში მუშაობს ამ ხელოვნების სპეციალისტი, რომელსაც  მინიჭებული აქვს რეიკის ოსტატის უმაღლესი ხარისხი.

 

 

ჰირუდოთერაპია-მკურნალობა სამედიცინო  წურბელებით

რას წარმოადგენს ჰირუდოთერაპია (ანუ მკურნალობა სამედიცინო წურბელებით)?
ჰირუდოთერაპია მკურნალობის ერთ–ერთი უძველესი მეთოდია. 
რატომ არის ჰირუდოთერაპია კვლავ აქტუალური XXI საუკუნეში მაშინ, როდესაც თანამედროვე მედიცინა მდიდარია უახლესი სამკურნალო პრეპარატებით?
იმიტომ, რომ მას პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ჰირუდოთერაპია თანამედროვე მედიცინის პროგრესული მიმართულებაა.
ცნობილია წურბელების 600–მდე სახეობა, თუმცა აქედან სამკურნალოა მხოლოდ სამი. ჰირუდოთერაპიის უპირატესობა და უსაფრთხოება დადგენილია სპეციალისტების მიერ.
წურბელის მიერ სანერწყვე ჯირკვლიდან გამოიყოფა სპეციფიური ნივთიერება ჰირუდინი და მრავალი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთა მოქმედების შედეგია:


* კაპილარული ცირკულაციის ნორმალიზაცია
* ანთებისსაწინააღმდეგო
* ანტისტრესული
* იმუნომოდულაცია
* ანესთეზია
* ანტიკოაგულაცია
* ანტიბაქტერიული
ჰირუდოთერაპია ეფექტურია შემდეგი დავადებების დროს:
საშვილოსნოს და დანამატების ქრონიკული ანთება, საკვერცხეების დისფუნქცია, კლიმაქტერული დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ართროზი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი, რადიკულიტი, უძილობა, ნევროზი, პროსტატიტი, პოტენციის დაქვეითება, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.
წურბელებით მკურნალობა ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში ცელულიტების და ნაწიბურების სამკურნალოდ. ჰირუდოთერაპია წარმოადგენს არა მარტო სამკურნალო, არამედ პრევენცუილ მეთოდსაც (სახის კანის გაახალგაზრდავება, ნაოჭების პრევენცია, ნივთიერებათა ცვლის რეგულირება).

 

ჰირუდოთერაპია "ვენუს ჯორჯია"-ში (ვიდეო რგოლი)

 

რეფლექსოთერაპია

რას წარმოადგენს რეფლექსოთერაპია

ეს არის სხეულის აკუპუნქტურულ წერტილებზე ფიზიკური ზემოქმედება, რის შედეგადაც წარმოიქმნება იმპულსი, რომელიც გადაეცემა შესაბამის ნერვულ ცენტრს, იქიდან კი იმპულსი გადაეცემა დაზიანებულ ორგანოს და ააქტივებს თვითაღდგენის უნარს.
რეფლექსოთერაპიის უპირატესობაა მისი უსაფრთხოება. მკურნალობის ამ მეთოდის დროს არ ირღვევა ორგანიზმის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციები. ამასთანავე ძალიან მაღალია მისი ეფექტურობა.
რეფლექსოთერაპია გამოიყენება:
ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს
ცელულიტის სამკურნალოდ
სახის კანის ნაოჭების პროფილაქტიკისთვის
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობისთვის
მეხსიერების, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით
ნიკოტინდამოკიდებულობის მკურნალობისთვის
ნევროზები, ნევრალგიები, ნევრიტები
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის
ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების მკურნალობისთვის
მენსტრუალური ციკლის დარღვევისას და სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების დროს
პოტენციის დაქვეითების დროს
ფრიგიდულობა
ალერგია
ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი და დისბაქტერიოზი
ჰიპოგალაქტია
ორსულთა პირველი ნახევრის ტოქსიკოზის დროს
მკურნალობის ეს მეთოდი ინიშნება ექიმისპეციალისტის მიერ.

 

 

ფიზიოთერაპია

კლინიკა  „ვენუს ჯორჯია“-ში ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიული კაბინეტი, სადაც ტარდება შემდეგი ფიზიოპროცედურები:

- გალვანიზაცია, იონოფორეზი

- ელექტროსტიმულაცია

- მაგნიტოთერაპია

- ულტრაბგერითი თერაპია

- ულტრამაღალი სიხშირის თერაპია

- ულტრაიისფერი დასხივება

- ინტრავენური ლაზეროთერაპია

ფიზიოთერაპიის სამკურნალო ეფექტებია ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, რეგენერაციული,გამწოვი, მიოსტიმულაციური, მიორელაქსაციური და ა.შ. აქედან გამომდინარე იგი გამოიყენება მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით, გარდა ამისა ფიზიოპროცედურების  ფონზე შესაძლებელია ფარმაკოლოგიური პრეპარატების მიღების შემცირება რაოდენობრივად.

 

საშოს კედლების დაწევის მკურნალობა სპეციალური ვარჯიშებით

საშოს წინა და უკანა კედლის დაწევა ანუ პროლაფსი ახალგაზრდა ასაკში ქალებს უმეტესად უვითარდებათ მშობიარობის შემდეგ.  პროლაფსის რისკ-ფაქტორებია:  მენოპაუზა, სიგარეტი, აგრესიული სამენო ჩარევები, გინეკოლოგიური ოპერაციები, ხანგრძლივი ჯდომითი საქმიანობა, ანთებები, არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება. აუცილებელია რეპროდუქციულ ასაკში ჩატარდეს პროლაფსის პრევენცია და მკურნალობა რომ არ მოხდეს სქესობრივი დისფუნქცია და  მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევა მაგ.:  შარდის შეუკავებლობა.

   სამკურნალო ვარჯიში მიმართულია მენჯის ფსკერის კუნთების გამაგრებისკენ. მენჯის ფსკერის მსუბუქი უკმარისობის დროს სპეციალური ვარჯიშები ტარდება ტრენაჟორების გამოყენებით. მენჯის კუნთების ,,აღსაზრდელად’’- გამაგრებით.  საშოს წინა და უკანა კედლის დაწევის დროს სამკურნალო ვარჯიშებს  ატარებს კვალიფიციური ფიზიოთერაპევტი.

 მენჯის კუნთების ვარჯიში შესაძლებელია განხორციელდეს პასიური და აქტიური მეთოდებით.

  • აქტიური მეთოდებია კეგელის მეთოდით ვარჯიშის ჩატარება, ვაგინალური კონუსების და სხვა ვაგინალური ტრენაჟორების გამოყენება.
  • პასიური მეთოდია მენჯის კუნთების ელექტროსტიმულაცია.

 პროლაფსის მძიმე ხარისხის და უხეში დეფორმაციის ლიკვიდაცია წარმოებს რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციით  ან ბადეების გამოყენებით.

  მენჯის ფსკერის მსუბუქი უკმარისობა გადადის მძიმე ფორმაში თუ დროულად არ ჩატარდება პრევენცია და მკურნალობა.  ამიტომ მოგიწოდებთ ჩაიტაროთ საშოს კუნთების გამაგრება.  იმ შემთხვევაში თუ ეს მომენტი არის გაშვებული და ქალს განვითარებული აქვს გენიტალური პროლაფსი შესაძლებელია აღვადგინოთ მენჯის ორგანოების ფუნქცია და გავაუმჯობესოთ ქალის ცხოვრების ხარისხი ვაგინალური პესარიების გამოყენებით.

 

ესთეტიკური მედიცინა

‘’ვენუს ჯორჯია’’-ს კოსმეტოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით. კოსმეტოლოგიური პროცედურები ტარდება ჰიპოალერგიული, უსაფრთხო, პროფესიონალური კოსმეტიკით“GIGI LABORATORIES”.

 

 

პროცედურები:

o    კომპლექსური წმენდა

o    ატრამვული წმენდა

o    აპარატული წმენდა

o    ზედაპირული პილინგი-ბრაშინგი

o    გალვანირება

o    დარსონვალი

o    დატენიანება

o    მასაჟი

o    ბიოეპილაცია

‘’ვენუს ჯორჯია’’ ასევე გთავაზობთ ანტიცელულიტურ პროცედურებს, რომელიც ხორციელედება სპეციალური აპარატის მეშვეობით.

 

\