სოციალური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეფლექსოთერაპევტი, ჰირუდოთერაპევტი ატარებენ ჯგუფურ მუშაობას ყველა ასაკის პაციენტებთან, აწარმოებენ ინდივიდუალური რეაბილიტაციური პროგრამის შედგენას.
ექიმთა გუნდის მზრუნველობა და ყურადღება მიმართულია იმისკენ, რომ ინოვაციურ მეთოდებზე დაყრდნობით შევიმუშავოთ პერინატარული მოვლის პროგრამა.
ჩარევა მოიცავს :
რეაბილიტაციის პროგრამა მოიცავს:
საშოს კედლების დაწევის მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციალური ვარჯიშებით
მენოპაუზის პერიოდში რეაბილიტაციას
საშოს წინა და უკანა კედლის დაწევა ანუ პროლაფსი ახალგაზრდა ასაკში ქალებს უმეტესად უვითარდებათ მშობიარობის შემდეგ. პროლაფსის რისკ-ფაქტორებია: მენოპაუზა, სიგარეტი, აგრესიული სამეანო ჩარევები, გინეკოლოგიური ოპერაციები, ხანგრძლივი ჯდომითი საქმიანობა, ანთებები, არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება. აუცილებელია რეპროდუქციულ ასაკში ჩატარდეს პროლაფსის პრევენცია და მკურნალობა რომ არ მოხდეს სქესობრივი დისფუნქცია და მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევა მაგ.: შარდის შეუკავებლობა.
სამკურნალო ვარჯიში მიმართულია მენჯის ფსკერის კუნთების გამაგრებისკენ. მენჯის ფსკერის მსუბუქი უკმარისობის დროს სპეციალური ვარჯიშები ტარდება ტრენაჟორების გამოყენებით. მენჯის კუნთების ,,აღსაზრდელად’’- გამაგრებით. საშოს წინა და უკანა კედლის დაწევის დროს სამკურნალო ვარჯიშებს ატარებს კვალიფიციური ფიზიოთერაპევტი.
მენჯის კუნთების ვარჯიში შესაძლებელია განხორციელდეს პასიური და აქტიური მეთოდებით.
აქტიური მეთოდებია კეგელის მეთოდით ვარჯიშის ჩატარება, ვაგინალური კონუსების და სხვა ვაგინალური ტრენაჟორების გამოყენება. პასიური მეთოდია მენჯის კუნთების ელექტროსტიმულაცია.
მენჯის ფსკერის მსუბუქი უკმარისობა გადადის მძიმე ფორმაში თუ დროულად არ ჩატარდება პრევენცია და მკურნალობა. ამიტომ მოგიწოდებთ ჩაიტაროთ საშოს კუნთების გამაგრება. იმ შემთხვევაში თუ ეს მომენტი არის გაშვებული და ქალს განვითარებული აქვს გენიტალური პროლაფსი შესაძლებელია აღვადგინოთ მენჯის ორგანოების ფუნქცია და გავაუმჯობესოთ ქალის ცხოვრების ხარისხი ვაგინალური პესარიების გამოყენებით.
პროლაფსის მძიმე ხარისხის და უხეში დეფორმაციის ლიკვიდაცია წარმოებს რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციით ან ბადეების გამოყენებით.